|
2016-11-26 16:24:56, 1918 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: მთავრობა რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრაზე მუშაობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის საკითხებზე იმუშავებს. ამის შესახებ გახარიამ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სესიაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. როგორც გიორგი გახარიამ რეგიონების განვითარების მიმართულებით დისბალანსის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული რეგიონებში რესურსული ბაზების გამოვლენისთვის, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალს ქმნიდნენ. „ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწყებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამოვლენა და რეგისტრირება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოწვევის აშკარა პასუხი იყო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ნაწილი, რომელშიც პოლიცენტრულ-ურბანულ მოწყობაზეა საუბარი. „პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ აქტიურად იყოს ჩართული როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში. შესაბამისად, ამ ყველაფრის შედეგად, სულ რამდენიმე ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყველა ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყებს მუშაობას და უახლოეს პერიოდში მოამზადებს სპეციალური პროექტების ბიბლიოთეკას. შეიქმნება კომერციული პროექტების გარკვეული ბანკი, რომელიც რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა გახარიამ.
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)