|
2016-11-25 18:08:28, 1559 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.8%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 3.2%-ით
ოქტომბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.8%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.2%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 447.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 16.9 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 110.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 337.4 მლნ ლარით (3.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი 0.2 პროცენტით შემცირდა). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.7 მლრდ ლარის (1.6 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით ნაკლები). 2016 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.3 პროცენტით ანუ 277.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და პირველი ნოემბრისათვის 8.6 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.19 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)