02:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 14:15:44, 688 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„მოვითხოვთ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „პრიორიტეტი მეცნიერებას“, აუნაზღაურდეთ დაცვის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათები“, - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში „აუდიტორია 115“-ის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას ითხოვენ.

„აუდიტორია 115“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მოვალეობის შემსრულებელს მიმართავენ  და მოუწოდებენ აპრილში მოცემული დაპირება შეასრულოს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს  განათლებისა და მეცნიერების ქვედა ზღვარი,

„აუდიტორია 115“ -ის წევრები უნივერსიტეტის მეორე და მესამე სართულზე არიან განლაგებული, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული.

ცნობისთვის, უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics