|
2016-11-25 12:06:34, 639 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს თვითმართველობა რექტორს მოუწოდებს, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უზრუნველყონ
თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, "აუდიტორია115"-ში კიდევ შემორჩა ხალხი, რომლებსაც დესტრუქციული ქმედებები არ სურთ. კვირიკაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები 13:00 საათიანი აქციის შემდეგ უნივერსიტეტის იმ კორპუსში შეეცდებიან შეჭრას, სადაც 4 საარჩევნო უბანია გახსნილი. "მათ უნდათ ამ უბნებზე არჩევნების ჩაშლა, პროვოკაციების მოწყობა და იმ ქმედებების განხორციელება, რაც გუშინ არ გამოუვიდათ. მოვუწოდებ უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს და ყველა უფლებამოსილ პირს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება, არ დაუშვან ამ ვანდალების კიდევ ერთხელ კორპუსში შემოჭრა", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. სტუდენტებმა უნდა აირჩიონ 140 წევრი, კანდიდატების რაოდენობა კი 160-ია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)