|
2016-11-24 13:18:47, 1632 ნახვა
პოლიტიკა სამართალი
კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის შემოღება შესთავაზა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის - წინასააღკვეთო პრობაციის შემოღება შესთავაზა, - ამის შესახებ კახიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, დღეს მხოლოდ მხოლოდ ორი აღკვეთის ღონისძიების სახე გამოიყენება, ესენია პატიმრობა და გირაოთი გათავისუფლება. "ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალ ფორმაზე. ეს არის შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ - გირაო და პატიმრობა, აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას, იმისთვის რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა. ამასთან, ჩვენ ვცვლით ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებს. დღეს ეს ვადები არის 90 დღე მაღალი რისკისთვის და 60 დღე საშუალო რისკისთვის. შესაბამისად მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, 90-დან 60 დღემდე, ხოლო საშუალო რისკის ბრალდებულებისთვის 60-დან 30 დღემდე დავაწესებთ, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაგვიჭერს", - განაცხადა კახიშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)