|
2016-11-23 14:40:45, 769 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა
გიორგი მღებრიშვილი და ვახტანგ გომელაური შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ინიციატივითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა მატერიალური შეწირულობისა, თავად მონაწილეობდნენ ეკლესიის მშენებლობაში. გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და საქართველოსთვის ერთგულად მსახურება უსურვა: „მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეწევით და მხნეობას, მშვიდობას, საქართველოსთვის ერთგულად მსახურებას გისურვებთ“. გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები და სხვა წამახალისებელი ჯილდოები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)