02:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 10:40:39, 735 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე გიორგობასთან დაკავშირებით მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის

მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და მრევლს დალოცავს.

ილია მეორე მესას მოსკოვში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლენს, საღამოს კი პატრიარქის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან გაიმართება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, სადაც რუსეთის პატრიარქის კირილეს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პატრიარქთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში.

ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics