18:49 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 17:38:08, 487 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: დღეს მთავრობას ჩვენი ეშინია

„დღეს მთავრობას ჩვენი ეშინია და ამას მოწმობს ის სპეცრაზმი და პოლიცია, რაც მათ აქ ჰყავთ გამოყვანილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, მათი მთავრობაში ყოფნის პერიოდში შექმნილ პოლიციას დღევანდელი მთავრობა აკნინებს.

„ჩვენ არ გვეშინია მთავრობის, მთავრობას ეშინია ჩვენი და ეს ჩანს იმაში, თუ რა რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმია გამოსული. მინდა მივესალმო ჩვენს პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით. პოლიციის ინსტიტუტს, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და ძლიერ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით, მთავრობა აკნინებს ეკა ყურშიტაშვილებით. დღეს ამ მთავრობის დრო აღარ არის, ეს მთავრობა უნდა გადადგეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმიდნარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics