|
2016-11-22 00:16:32, 756 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან ციხელაშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გენდერის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ მელანი ვერვეერს შეხვდა. შეხვედრაზე გენდერულ საკითხებზე და ქალთა ჩართულობაზე იმსჯელეს. „ჩვენ ვიმსჯელეთ შერიგების, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკური განვითარების, უსაფრთხოების საკითხებში ქალების მონაწილეობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შევხვდი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომდგენელს. ეს იყო ნაყოფიერი და საინტერესო ვიზიტი“, - განაცხადა მელანი ვერვეერმა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სამშვიდობო და შერიგების პროცესში ქალთა ჩართულობას. „მე მჯერა, რომ სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში - ქალებს აქვთ მეტი სენსიტიურობა ისეთი საკითხებისადმი, როგორიც არის კონკრეტული ადამიანების ბედი, რომლებიც განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს. ქალები ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიმართ მეტად არიან მიდრეკილნი. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელ შეხვედრაზე განხილული თემა - როგორ შევუწყოთ ხელი ქალების მეტ ჩართულობას და როგორ დავეხმაროთ ქალებს, რომლებიც ხშირად არიან კონფლიქტის პირველი მსხვერპლნი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გენდერის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი მოამზადებს შესაბამის ანგარიშს, რომელსაც გააცნობს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)