09:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 14:56:58, 2010 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.

ამის შესახებ პუტინმა ლიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ტრამპთან შეხვედრის თარიღი ჯერ არ განხილულა, თუმცა მისივე თქმით, რუსეთიც იფიქრებს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

 “მე ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, იგივეს ვიზამ”, - განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის ყოველთვის დიდი სხვაობაა.

“აშშ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება ის, რამდენად წარმატებით გადაწყვეტს ის მის წინაშე არსებულ პრობლემებს, მათ შორის სახელმწიფო ვალის პრობლემას, დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღის დონე”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics