|
2016-11-20 12:57:40, 960 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო. ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში ბატონი გიზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ, "-ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)