|
2016-11-19 14:54:08, 834 ნახვა
საზოგადოება
რამაზ სამხარაძე მზად არის, საზმაუს გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს
რადიო თბილისისა და რადიო ჰერეთის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე მზად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. როგორც სამხარაძემ "ექპრესნიუსს" განუცხადა, დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ის საზმაუს მიუკერძოებელს და სანდოს გახდის. "თუ იქნება ობიექტური კონკურსი და ჩემთვის მისაღები ჟიური მე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შერჩევის კონკურსში მონაწილეობას მივიღებ. მზად ვარ ვიბრძოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. მაუწყებელი გავხადო გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სანდო", - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, რამაზ სამხარაზე 2015 წლიდან დღემდე რადიო თბილისის FM93.5 დამფუძნებელი და დირექტორია. გარდა ამისა, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე -სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორის პოსტს იკავებს. ამასთან, 2009 წლიდან, ის ააიპ "საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის" GRRN -ის მოქმედი თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარასკევს მან ბორდს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა, ხოლო საჯარო განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)