09:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 13:46:42, 2019 ნახვა

მსოფლიო
მოზამბიკაში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 73 ადამიანი გარდაიცვალა, 110 კი, დაშავდა

მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 73 ადამიანი გარდაიცვალა, 110 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სავსე ბენზინმზიდი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადატრიალდა.

BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბენზინმზიდის ავზიდან საწვავის ამოღებას ცდილობდა,  რა დროსაც აფეთქება მოხდა.

ცნობისთვის, მოზამბიკი  მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. 24 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. 1992 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მოზამბიკში მწვავე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო პერიდოში ნაციონალური ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო, მთავრობამ  საწვავის ფასი გაზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics