|
2016-11-17 13:53:29, 805 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ დისკუსიაში „რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)" ორგანიზებით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები და ამ პრობლემებზე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურები რეფორმების პროცესში იმყოფებიან და ბევრი საკითხი კვლავაც გასაუმჯობესებელია, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს თავის წლიურ გამოსვლებში. ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება, გაიზარდოს კანონის უზენაესობა და რაც მთავარია, დამკვიდრდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების კულტურა. „ჩვენ ისეთი ისტორიიდან და წარსულიდან მოვდივართ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ ხშირად რეპრესიული მექანიზმის როლი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გარკვეული რეფორმატორული ნაბიჯების განხორციელება, რომლებიც, პირიქით, სამართალდამცავ ორგანოებს გახდის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივ ნაწილად. რეფორმები მიმდინარეობს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, ასევე, დახვეწა მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურები. მაგრამ, კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი. გარკვეული მექანიზმებია შესამუშავებელი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების კულტურა, უფრო დაწვრილებით გაიწეროს მინისტრების და მათი მოადგილეების უფლება-მოვალეობები და მოხდეს გარკვეული უფლებადაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება", - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)