|
2016-11-17 12:57:08, 735 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს გადეცა პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი მოაწერეს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ და ასევე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებმა. რაც შეეხება ჯავახიშვილის სახელობის მედალს, - მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო–პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)