09:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 11:17:25, 2422 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი გეგმავს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ავტომატური უარი შემოიღოს

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ავტომატური უარი შემოიღოს, - ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი იუწყება. 

მედიის ცნობით, შესაბამისი პროცედურა დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინელებისა და ქართველებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ავტომატური უარის თქმით, შესაძლებელი იქნება  “უფრო სერიოზული სიტუაციების განსახილველად რესურსის გამოთავისუფლება”.

2016 წლის იანვრიდან-ნომებრამდე პერიდოში ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 3069 და უკრაინის 5505 მოქალაქემ, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მეტია. ამავე დროს, 2013 წელს ამ ქვეყნებიდან თავშესაფარი მხოლოდ ხუთმა მოქალაქემ მოითხოვა.

როგორც ისრაელის მედია იტყობინება, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნისას ძირითადად აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics