|
2016-11-16 15:45:59, 642 ნახვა
საზოგადოება
ჟვანია: ყველა საერთაშორისო პარტნიორი საქართველოს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს
"ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე საბოლოო შედეგების შეჯამებით დაასრულა 2016 წლის პარლამენტის არჩევნები და შემაჯამებელი ოქმი შევადგინეთ, სადაც ყველა შედეგი აისახა, რომელიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს უკავშირდება, რითაც პროცესი საბოლოოდ დასრულდა", - ამის შესახევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. თამარ ჟვანიამ არჩევნებში მონაწილე ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს მადლობა გადაუხადა. „თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან დიდი ძალიხსმევა ჩავდეთ იმაში,რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, თავისი ისტორიით, შესულიყო როგორც უფრო უკეთესი და პოზიტიურად განხორციელებული პროცესი, რომელმაც სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი შეფასებების ჭრილშიც, საქართველო დაამკვიდრა, არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა. ამიტომაც, ვუხდი მადლობას საზოგადოებას. თითოეულ თქვენგანს, მინდა ვისურვო, რომ თითოეული ჩვენგანი კარგად გავიაზრებთ ამ პროცესს, თითოეულ ნიუანსს და მომავალში ბევრს ვიშრომებთ და ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი პროცესის განვითარება შევძლოთ”,- განაცხადა ჟვანიამ. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, ორი წევრის მხრიდან განსხვავებული პოზიციები იყო დაფიქსირებული, თუმცა საერთო ჯამში, კომისიური შეფასება იყო ერთიანი და პოზიტიური. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავენ. „ამასთანავე მზად ვართ, რომ თითოეული ნიუანსი, თითოეული ხარვეზი მაქსიმალურად დეტალურად განვიხილოთ, გავიაროთ და შევძლებთ, ამ პროცესების შეფასებით, შემდგომი პროცესები უკეთესი იყოს. მე, როგორც ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, ძალიან ბევრი დამკვირვებლის და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება მიმიღია და მომისმენია. ახლახანს სხვადასხხვა საერთაშორისო კონფერენციაზე მოგვიწია მონაწილეობის მიღება, სადაც ყველა საერთშორიო პარტნიორი, მათ შორის ჩვენი კოლეგები, საარჩევნო ადმინისტრატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან გვილოცავენ მთელს ქვეყანას წარმატებული არჩევნების ჩატარებას“,- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)