|
2016-11-16 14:32:32, 2462 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრანის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და საქართველოში მის ექსტრადირებას ითხოვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ტელეკომპანია TCH-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც რაბინოვიჩმა აღნიშნა, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირების საკითხის განხილვის თხოვნით გენერალურ პროკურატურასა და შსს-ს მიმართა. ამასთან, მედიის ცნობით, დეპუტატმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნითაც მიმართა. “იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას დაირღვა უკრიანის კანონმდებლობა, მე მოვითხოვე პროცესის კანონის ჩარჩოში დაბრუნება - მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. მოდით, ნუ დავარღვევთ შეთანხმებას, ნუ ვიჩხუბებთ საქართველოსთან ერთი ადამიანის გამო და გადავცეთ ის”, - განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)