|
2016-11-16 11:59:37, 2393 ნახვა
მსოფლიო
მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრას მეოთხე ვადით აპირებს
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრას მეოთხე ვადით აპირებს, - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნორბერტ რეტგენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მედიის ცნობით, ნორბერტ რეტგენი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრია, რომელსაც ანგელა მერკელი ხელმძღვანელობს. “ის კანცლერის თანამდებობაზე კენჭს იყრის. ის მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის გაძლიერებაში. თუმცა მან ეს მარტო არ უნდა გააკეთოს”, - განაცხადა პოლიტიკოსმა. მისივე განმარტებით, მერკელს დასავლეთის დახმარება სჭირდება. ბოლო თვეების განმავლობაში მიგრაციული კრიზისისა და ქვეყანაში მომხდარი თავდასხმების გამო, ანგელა მერკელის რეიტინგი შემცირდა. სექტემბერში გერმანიის რეგიონულ არჩევნებში მერკელის პარტია ანტიიმიგრაციულმა პარტიამ დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)