|
2016-11-16 11:16:20, 733 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა მორიგების მაჩვენებელი 5 ათას ერთეულზე მეტს შეადგენს
აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში, 207 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, საქმე დასრულდა მორიგებით; ამავე პერიოდში, გამოცხადებული აუქციონებიდან მორიგების შედეგად შეწყდა 319 აუქციონი და არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ჯარიმის განწილვადება განხორციელდა 3 689 შემთხვევაში; მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღებისმიზნით. 2016 წლის9 თვისგანმავლობაში, მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, მორიგებითა და ნებაყოფლობითი აღსრულებით 450 საქმე დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)