|
2016-11-15 17:30:56, 1247 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: მასწავლებლის კვალიფიკაცია მხოლოდ საგნის ცოდნას არ ნიშნავს
„მხოლოდ იმის თქმა, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია მის მიერ საგნის ცოდნას ეწოდება, შეცდომაა“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მასწავლებელი, რომელიც ვერ აკეთებს თავის საქმეს, უნდა გავიდეს სკოლიდან და ეს გადაწყვეტილება სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა. "ჩვენ თუ გაგვიზარდეს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ოჯახის წევრები, პატივს არ სცემს მეგობრებს და იცის ფიზიკა ან ბიოლოგია კარგად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში სკოლამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას უყურებს კომპლექსურად. რა მნიშვნელობა აქვს პირობითად მასწავლებელ სანდროს, რომელსაც ხელში უჭირავს საბუთი, რომ მან ძალიან მაგრად იცის მათემატიკა, თუ ის არ ვარგა ბავშვებთან ურთიერთობაში? ვერ გაყავს ბავშვი შედეგზე? ამიტომ ის, თუ როგორ იცის მან მათემატიკა, ეს არის მხოლოდ ნაწილი შეფასების და არა მთელი შეფასება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)