20:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 16:20:52, 1710 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ და ფონდი „ჯუნოს“ ორგანიზებით „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ გაიმართება

„საქართველოს ბანკისა“ და ფონდი „ჯუნოს“ ორგანიზებით, რიგით მესამე „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“-ი გაიმართება.

ფორუმი ერთდღიანი ღონისძიებაა და მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ უბრალოდ დაინტერესებული პირების ერთად შეკრებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება ადამიანთა დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ კი სწორედ ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ თავიანთ იდეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და გაუზიარონ სხვა ადამიანებს საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გაიცნონ ერთმანეთი, დასახონ მიზნები სამომავლოდ, საქართველოში კიდევ უფრო მეტი საინტერესო, პროექტების განახორციელებისთვის.

ფორუმზე სხვადასხვა სფეროდან, განსხვავებული ინტერესის და პროფესიის მქონე ადამიანები, თავიანთ პროექტებზე, ბლოგებსა თუ იდეებზე ისაუბრებენ, შემდეგ კი დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ. ფორუმი დინამიურ ინტერაქტიული იქნება და დინამიურ რეჟიმში წარიმართება, რადგან მისი მიზანი სწორედ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება და გაცვლაა. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“ -ზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ინტერნეტ აქტივობით და ციფრული ტექნოლოგიებით. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016“-ი 26 ნოემბერს, სასტუმრო „ფაბრიკაში“ გაიმართება. 

დამატებითი ინფორმაცია ფორუმის, რეგისტრაციის და ბილეთების შეძენის შესახებ იხილეთ: http://fb.com/InternetForumTbilisi

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics