|
2016-11-15 13:23:20, 688 ნახვა
საზოგადოება
ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა
საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ლიბანის ქუჩის პირველ შესახვევსა და სარაჯიშვილის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 50-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დარგეს. სკვერში ხეების დარგვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა. ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არა ერთ სკვერში იგეგმება. გამწვანების სეზონური ღონისძიებები თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია. ქალაქის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი. საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)