|
2016-11-14 13:21:45, 1542 ნახვა
ეკონომიკა
PSP-მ „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“ მიიღო
PSP-მ, როგორც ლიდერმა კომპანიამ ფარმაცევტულ ბაზარზე, მორიგი აღიარება მოიპოვა და „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“ მიიღო. ბიზნესის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კვლევების კომპანია „გორბის“ მიერ იქნა ორგანიზებული. გამოკითხვების შედეგად PSP, როგორც ინოვაციური კომპანია, ხუთი ნომინაციით გახდა გამარჯვებული. ესენია: ეფექტური მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, სახალხო აღიარება, პროფესიონალთა გუნდი, საინვესტიციო მიმზიდველობა. „PSP უკვე 22 წელია ფარმაცევტულ ბაზარზეა და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი ჯილდო მიგვიღია. „ბიზნესის ეროვნული ჯილდო“ ჩვენთვის იმ წარმატებული საქმიანობის აღიარებაა, რომელსაც ჩვენ ორ ათწლეულზე მეტია ვაკეთებთ. მოხარული ვართ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ჩვენ ხუთ ნომინაციაში გავხდით გამარჯვებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნომინაცია „სახალხო აღიარება“. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი და უფრო მეტად გვიხარია, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს და სხვადასხვა გამოკითხვებში ჩვენს ლიდერობას და წარმატებას ადასტურებს,“ - აცხადებენ PSP-ში. მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგის 1995 წლიდან ატარებს. „PSP“ წლის საუკეთსო ბიზნეს კომპანიად არაერთხელ დასახელდა.
(R)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)