|
2016-11-12 11:21:56, 805 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია საჯარო და კერძო სექტორში ახალი ტექნელოგიების და ახალი გამოგონებების მიმოხილვას მიეძღვნა და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებზე. ასევე, კონფერენციაში მონაწილეებმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები. ანა დოლიძემ კონფერენციის მონაწილე თავდაცვის სამინისტროს გუნდს მათ მიერ შემუშავებული პროექტისათვის მადლობა გადაუხადა და პრეზიდენტის წერილი გადასცა. ,,პრეზიდენტის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელმაც ახალი კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავა. წელს მათ შექმნეს ახალი პროგრამა, რომელიც აუმჯობესებს და უფრო ეფექტურს ხდის დოკუმენტების ბრუნვას თავდაცვის სამინისტროში. საბოლოო ჯამში, კი, ეს რა თქმა უნდა, აუმჯობესებს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ამ მცდელობას თავდაცვის სამინისტროდან", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ. წლევანდელი კონფერენცია რეკორდული რაოდენობის სტუმარს მასპინძლობდა. მის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)