|
2016-11-11 18:13:25, 2216 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდს იმპიჩმენტით დაემუქრნენ
ნაციონალური კრების „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს ჟურნალისტებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებენ და მას იმპიჩმენტით ემუქრებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში უმცირესობაშია. მედიის ცნობით, “რესპუბლიკელი“ დეპუტატების განცხადებით, ოლანდმა ჟურნალისტებს სირიაში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის საიდუმლო გეგმა გააცნო. BBC-ის ინფორმაციით, ოლანდის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას, სულ 79 დეპუტატმა მოაწერა ხელი, ხოლო მხარი სულ 152 პარლამენტარმა დაუჭირა. დეპუტატებს არგუმენტად გაზეთ Le Monde-ში 25 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „დღე, როდესაც ობამამ ოლანდი მიატოვა“ მოაქვთ. ოლანდის ოპონენტები აცხადებენ, რომ სტატიაში საიდუმლო დოკუმენტაციის ილუსტრირება მოხდა, სადაც ზუსტად იყო აღნიშნული თუ სად განახორციელებს დარტყმებს საფრანგეთი. ცნობისთვის, „რესპუბლიკელების“ ლიდერი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნოკოლა სარკოზია. შეგახსენებთ, რომ ამჟამად საფრანგეთის შეიარაღებული ძალები სირიაში „ბოევიკების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)