08:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 16:18:01, 2347 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გიბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი ძალების პლატფორმის დაარსების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

სააკაშვილის თქმით, მის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ახალი პოლიტიკური ძალა უკრაინის პოლიტიკურ ელიტას მშვიდობიანი გზით დაამარცხებს  

“ჩვენს მიზანს წარმოადგენს ვადამდელი არჩევნები უმოკლეს ვადებში...მე მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და მშვიდობას დავამყარებთ. ჩვენ ვქმნით ახალ, ფართო პოლიტკურ ძალას. ჩვენ მიზანს ე.წ. ელიტების შეცვლა წარმოადგენს, რომლებიც სინამდვილეში “ბარიგები” არიან, რომლებიც მთავრობას და პარლამენტს აკონტროლებენ.  ჩვენ არ მივიღებთ არავის, ვინც პარლამენტში ერთ ვადაზე მეტჯერ იყო, ვინც სახელმწიფო სამსახურში ორ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა, არ იქნებიან ბიზნესმენებიც”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ის უკრაინის რეგიონებში ჩასვლას გეგმავს.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მას არ ექნება მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, არამედ მხოლოდ ხალხთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics