|
2015-03-20 16:49:44, 626 ნახვა
საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. "საქართველოს თითოეულ აზერბაიჯანელ მოქალაქეს გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ყოფილიყოს სიხარულის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისათვის, რაც ჩვენი მრავალეროვანი სამშობლოს წარმატების საწინდარია. ჩვენ ერთად ვაშენებთ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს და ვამაყობთ, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, სწორედ ეს მრავალფეროვნება მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიმდიდრედ და წარმატებული მომავლის გარანტად", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. 21 მარტს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის დღედ მიიჩნევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)