|
2016-11-10 13:21:43, 667 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერი გახსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა. სკვერები იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახორციელა. „რამდენიმე თვის წინ ამ ადგილზე იყო ნაგავსაყრელი. გამგეობამ გააკეთა პარკი, ჩვენ გამწვანების კომპონენტი შევიტანეთ. ჩუღურეთში ინტენსიურად ვმუშაობთ პარკების მოწყობის და გამწვანების კუთხით. 3000-ზე მეტი ნერგი ირგვება ჩუღურეთის რაიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ნერგები ასევე გადაეცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რათა საერთო სარგებლობის ეზოები გამწვანდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკო სკამები და ურნები. პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონი კაუჩუკის რბილი იატაკით. ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, 6 ახალის სკვერი შემატა, არსებულ 30 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)