|
2016-11-10 13:18:27, 2217 ნახვა
მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება
თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება, - ამის შესახებ ევროკომიის პრეზიდენტმა ჯან კლოდ იუნკერმა განაცხადა. როგორც იუნკერმა აღნიშნა, თუ თურქეთი ვიზალიბერალიზაცის არ მიიღებს, ეს მისი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ბრალი იქნება. “თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თურქეთს უარს ვეტყვით უვიზო რეჟიმზე, ამაზე პასუხისმგებლობა თურქეთის ხელისუფლებას დაეკისრება და არა ევროკავშირს. ბატონ ერდოღან მოუწევს, აუხსნას საკუთარ მოქალაქეებს, თუ რატომ არ შეუძლიათ დანარჩენი ევროპელებისგან განსხვავებით ევროპაში თავისუფლად გამგზავრება”, - განაცხადა იუნკერმა. ცნობისთვის, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ანკარას მიგრაციის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ ვიზალიბერალიზაცია მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა თურქეთის ანტიტერორისტული კანონის ირგვლივ არსებული უთანხმოებების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ანტიტერორისტული კანონის შეცვლა ვიზელიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერი პუნქტი ითვალისწინებს, რომლის შესრულებაზეც ანკარა უარს აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)