|
2016-11-09 14:25:37, 635 ნახვა
საზოგადოება
„მაღლივი“ კორპუსის მიმდებარედ 260 ხე-მცენარე დაირგო
სეზონური გამწვანების ღონისძიებები, დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხეები თსუ-ს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, დარგო. მე-10 („მაღლივი“) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურად გრძელდება. „.დღეს „უნივერსიტეტის“ „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია თსუ-ს პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)