|
2016-11-09 13:00:03, 615 ნახვა
საზოგადოება
მინსკში კვების მრეწველობის სართაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი
ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინსკში, კვების მრეწველობის ყოველწლიური, 22-ე სართაშორისო გამოფენა „პროდექსპო - 2016” (ProdExpo 2016) გაიხსნა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესამე წელია მონაწილეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს იგორ ბრილოსა და ვლადიმერ გრაკუნის, ასევე ვაჭრობის მინისტრს, ვლადიმირ კოლტოვიჩს უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 14 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის, ქართული ღვინო, ნატურალური წვენები და სხვადასხვა ქართული ტკბილეული. კვების მრეწველობის 22-ე სართაშორისო გამოფენა „პროდექსპო - 2016” 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში მსოფლიოს 10 ქვეყნის (ბელარუსია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, საბერძნეთი, სირია, მოლდოვა, იტალია, საქართველო) 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. წელს აღნიშნული გამოფენა ბელარუსის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვლადიმირ კოლტოვიჩმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიადგილემ ვლადიმერ გრაკუნმა გახსნეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)