|
2015-03-20 14:47:47, 881 ნახვა
სამართალი
შსს 21 მარტს დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. „08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს. 14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, ხვალ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)