|
2016-11-07 17:15:15, 1289 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგი წერეთელი: სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოზიციაზე სააკაშვილმა კორუფციასა და კრიმინალს დიდი ბრძოლა გაუწია. „ვინც თვლას ადევნებდა ბოლო წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობას, ყველა ნახავდა, თუ რამდენი ბრძოლა იყო კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ. ალბათ ამ ეტაპზე იქ მეტ მნიშვნელოვანს ვეღარ გააკეთებდა. თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ ის ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მე მასთან გეგმებზე არ მისაუბრია, მაგრამ ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, დანარჩენზე ალბათ თავად ისაუბრებს ყველაფერზე”, - განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)