|
2016-11-06 18:13:00, 888 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია გენერალ ჯეკ ნიკოლსონს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ. იზორიას განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები სწორედ გენერალ ნიკოლსონის სარდლობის ქვეშ ახორციელებენ ოპერატიულ საქმიანობას. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გვყავდა. სწორედ, გენერალ ნიკოლსონის სარდლობის ქვეშ ახორციელებენ ოპერატიულ საქმიანობას ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში. მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ჩვენ ამერიკული მხრიდან ვგრძნობთ როგორც ავღანეთში ისე საქართველოში. მომავალში დავგეგმეთ თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ განვახორციელოთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის გაფორმებული მემორანდუმით არის გათვალისწინებული. გენერალმა სურვილი გამოთქვა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამის იმპლემენტაციაში და მხარდაჭერაც აღგვითქვა პროგრამის წარმატებულად განხორციელების საქმეში“ - განაცხადა ლევან იზორიამ. „მტკიცე მხარდამჭერი“ მისიის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სამხედროებს ღირსეული პარტნიორები უწოდა. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ როგორც ნატოს „მტკიცე მხარდამჭერი“ მისიის მეთაური. ქართველი სამხედროების მეთაურობა ჩემთვის ღირსების საკითხია. საქართველო ავღანეთში ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უდიდესი მსხვერპლისა და შეერთებული შტატებისა და ნატოს მხარდაჭერისთვის ავღანეთში. აშშ საქართველოს გვერდით იდგება, რადგან საქართველო ყოველთვის ჩვენთან არის, როცა ჩვენ მას დახმარებისთვის მივმართავთ“ - აღნიშნა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)