|
2016-11-04 15:58:10, 796 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის N46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა
საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის ქ.N46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, რომელშიც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო. „ორზონიან სკვერში დიფერენცირებულია საბავშვო-გასართობი და სასეირნო-სავარჯიშო სივრცეები. ადგილზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, დაირგო წიწვოვანი ჯიშის ნერგები, ტერიტორია შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით, გაკეთდა პანდუსი, დაიდგა ფანჩატურები, საპარკო სკამები, საქანელები და ქვიშის მანეჟი. სკვერი აღჭურვილია ინდივიდუალური სარწყავი სისტემითა და დეკორატიული განათებით“,-აცხადებენ მერიაში. სკვერის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები, კონკურსის სხვა მონაწილეები. საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული და განაცხადა, რომ სტუდენტების მიერ სკვერის დაპროექტების ეს ფაქტი უკვე გახდა პრეცედენტი სხვა პროექტებისათვის. არქიტექტურული კონკურსის შედეგად დაპროექტებული სკვერი კომპანია „ვლადნეფტპროდუქტმა“ მოაწყო. პროექტის ღირებულება 217,000 ლარია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)