|
2016-11-04 15:29:30, 673 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის თქმით, ამ ადამიანებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ დიპომატიას. „მინდა აღვნიშნო ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთან ერთად აღარ არიან. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ დიპლომატიას. ეს ხდებოდა რთულ დროს, ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ქვეყნის შიგნით არ იყო გადაწყვეტილი. ძალიან ბევრი პრობლემა, ფაქტობრივად, თბილისის ქუჩებში იყო თავმოყრილი, მაგრამ ქართული სახელმწიფო ხედავდა თავის პრიორიტეტებს და ამ ადამიანებთან ერთად ახორციელებდა იმ უმნიშვნელოვანესი სამსახურის გაძლიერებას და განმტკიცებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დიპლომატების ოჯახის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრისას გადასცა. სტუდენტებთან შეხვედრა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)