|
2016-11-03 17:50:59, 1801 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პაშა ბანკის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით 1 ნოემბერს „ფაბრიკაში“ გაიმართა ღონისძიება "ახალგაზრდები ერთიანდებიან მშვიდობისთვის", რომელიც განხორციელდა პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო სტუდენტი-ჟურნალისტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები. მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია - „ნობელის პრემიის ლაურიატი – ბობ დილანი“. ქალთა საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. 2016 წლის 8 მარტს პაშა ბანკმა თავისი კლიენტების და პარტნიორების სახელით ქალთა საინფორმაციო ცენტრში გადარიცხა საქველმოქმედო თანხა, რომელიც სრულად მოხმარდა ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს, რომელთა შორის არის აღნიშნული პროექტიც. „მე ვიტყოდი, რომ პაშა ბანკი გამოირჩევა სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობით. ჩვენ მიერ დღემდე არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა ამ კუთხით და ვფიქრობთ, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს ქალების სწავლება-განვითარებაში და თანასწორი გარემოს ფორმირების პროცესში”, - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.
(R)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)