|
2016-11-03 16:10:08, 1626 ნახვა
სამართალი
პროფკავშირები ზვარეში მუშების ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ზვარეში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქმე ცემის მუხლით არის აღძრული, რაც არასწორია, რადგან ჩინური კომპანიის ხელმძღვანელებმა და მუშებმა ქართველ მუშებს ფიზიკური შეურაცხყოფა ბასრი საგნებით მიაყენეს. „მდგომარეობა გახლავთ მძიმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, დროულად და ადეკვატურად ჩაერთონ გამოძიებაში. სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ გამოძიება აღიძრას შესაბამისი მუხლით. ამავე დროს, მოვუწოდებ ჩვენს წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოძიების დასრულებამდე ვთხოვ არ შევიდნენ კონფლიქტში ჩინელ დამსაქმებლებთან. მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზამ“, საქართველოს მთავრობამ, ჩინეთის საელჩომ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ეს ვიგინდარა დამსაქმებლები, რომლებსაც არავითარი შეხება არ აქვთ ცივილიზაციაასთან, მოაშორონ, სანამ სიტუაცია ჯერ კიდევ კონტროლს ექვემდებარება და არ გასულა ცივილური ჩარჩოებიდან“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს სოფლის მოსახლეობა ტყიდან ეზიდებოდა შეშას. ჩინურმა კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს იყო მათი საკუთრება, მათი შეშა და სოფლის მოსახლეობას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მუშები მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ცნობისთვის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული რამდენიმე მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც "ექსპრესნიუსს" რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის ფილიალის დირექტორმა ქეთევან აბრამიშვილმა განუცხადა, მათ დაზიანებები თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდათ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)