|
2016-11-02 14:00:42, 701 ნახვა
საზოგადოება
რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა
რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ. თბილისის მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხუცურაული მონაწილეობენ მერების რიგით მეორე სამიტში სახელწოდებით „ერთობა მრავალფერეოვნებაშია“. სამიტს 60-დე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა. გარდა ამისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემააკონფლიქტურ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან. სამიტი დღეს გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით. კონფერენცია 4 ნოემბერს დაიხურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)