|
2016-11-01 10:57:59, 733 ნახვა
საზოგადოება
ფინკა ბანკმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქტიული პროექტის „ჩემი კლასის წიგნი“ პრეზენტაცია გამართა
დაზოგვის მსოფლიო დღეს, ფინკა ბანკმა ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალი, გასართობ-შემეცნებითი, ინტერაქტიული პროექტის „ჩემი კლასის წიგნი“ პრეზენტაცია გამართა. წიგნი განკუთვნილია 7-დან 14 წლამდე მოსწავლეებისთვის. მისი მიზანია, ბავშვებს და მოზარდებს მისცეს ცოდნა თანხის დაზოგვის შესახებ და განუვითაროს ბიზნესის უნარ-ჩვევები. ფულის არსი, დაზოგვის მნიშვნელობა, დაზოგვის მსოფლიო დღე, წარმატებული მეწარმის თვისებები, ბიზნესის მარტივი რეცეპტები - ეს და სხვა თემები წიგნში სახალისო და ინტერაქტიული ფორმითაა წარმოდგენილი. „ეს მართლაც უნიკალური და ძალიან საინტრესო პროექტია.შევეცადეთ, წიგნი მაქსიმალურად ინტერაქტიული და სახალისო ყოფილიყო, რომ ბავშვებმა თამაშთან ერთად, საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მიიღონ. კვლევებით არის დადასტურებული, რომ ყველაზე კარგი ასაკი ფინანსური წიგნიერებისა და ელემენტების შესათვისებლად 7 წლიდან იწყება. სწორედ ამ ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაზოგვის არსი და მეთოდები, ფულის მნიშვნელობა და განვუვითაროთ დაზოგვის უნარ-ჩვევები.აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის წიგნი საქართველოში ჯერ არ გამოცემულა და ამ პროექტით ფინკა ბანკს სურს თავისი წვლილი შეიტანოს ფინანსური განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში“ - ამბობს ფინკა ბანკი საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ესებუა. წიგნის შინაარსზე და ილუსტრაციების შექმნაზეფინკა ბანკის გუნდთან ერთად კრეატიულმა სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა. სახალისო და მრავალფეროვანი ილუსტრაციები ეხმარება ბავშვებს ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და მათ ადვილად დამახსოვრებაში. „მთელი წიგნი ბავშვების აქტიურობასა და ჩართულობაზეა - ბავშვებმა უნდა გააფერადონ ქალაქი, მოძებნონ კითხვებზე სწორი პასუხები, შექმნან ექსკურსიის რუკა და ბიუჯეტი, მოიფიქრონ საკუთარი ბიზნესი, გააკეთონ კლასის ბრენდინგი. რადგან წიგნი ჯგუფურ მუშაობას მოითხოვს, იგი დაეხმარება ბავშვებს ერთობლივად შექმნან საინტერესო პროექტები. ყველაზე აქტიურიებისთვის და გამორჩეული იდეების ავტორებისთვის, ჩვენ საჩუქრები და სიურპრიზები გვაქვს მომზადებული. ვიმედოვნებთ, რომ წიგნის დახმარებით რამდენიმე ათას ბავშვს ვასწავლით თანხის დაზოგვის მნიშვნელობას“ - აღნიშნა მარიამ ესებუამ. წიგნი ფინკა ბანკის თანამშრომლებს და მათ შვილებს გადაეცემათ, რომლებიც ამ წიგნს მიიტანენ თავიანთ სკოლებსა და კლასებში და ამგვარად, ათასობით ბავშვს ექნება წიგნზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრების საქართველოს რეგიონებში, რადგან ფინკა ბანკს 30-ზე მეტი ფილიალი, სწორედ რეგიონებში აქვს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)