|
2015-03-19 15:02:53, 950 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის 25-27 თებერვლის სხდომის შედეგებზე დაყრდნობით. "უვადო მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე კომისიამ დადებითი რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს. პრეზიდენტმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და დღეს მან ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, უვადო მსჯავრდებული შეიწყალა და დაუდგინა გათავისუფლების ვადა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პატიმარი უვადო სასჯელს იხდიდა რამდენიმე მუხლით, ყველაზე მძიმე ბრალი რომელიც მას ჰქონდა წაყენებული ეს არის განზრახ მკვლელობა. "მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 15 წელზე მეტი სასჯელი. პრეზიდენტმა მას დაუდგინა ვადა და ჯამურად მას ექნება მოსახდელი არაუმეტეს 25 წლისა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)