|
2015-03-19 11:44:04, 633 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას - „ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს
გარემოს დაცვის სამინისტრო ნარჩენების კოდექსის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას „ ეს მარტივია - იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს. უწყების ცნობით, საინფორმაციო აქცია ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა რუსთავის და თელავის მოსახლეობას თავად გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა. ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი - 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელი ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა 80-დან 5000 ლარამდე მერყეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)