|
2016-10-27 19:40:20, 736 ნახვა
საზოგადოება
“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით,პარტიის წარმომადგენლებსა და გუბერნატორს შორის დაპირისპირება მოხდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ახალციხეში პარტიის შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ხოშტარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრს გუბერნატორის მანქანიდან გადმოსული ადამიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ცოტა ხნის წინ, ჩვენი დეპუტატი დათო დარჩიაშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელზეც ის მიდიოდა ჩვენ მაჟორიტარულ კანდიდატთან ერთად და მას ბუნებრივია თან ახლდნენ ჩვენი შტაბის წევრები, ერთერთი ადამიანი, რომელიც იყო კამერით, მას დაეწია გუბერნატორის მანქანა, რომლიდანაც გამოვიდნენ ადამიანები და გუბერნატორის თანდასწრებით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავად გუბერნატორი ფაქტიურად მონაწილეობდა ამ ძალადობაში, რომელიც ღიად საუბრობდა, რომ მას არაფერი არ აინტერესებს და ყველა ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობასთან“ იქნება ასოცირებული, ასე მოექცევიან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, შემთხვევას ბევრი მომსწრე ყავს და აქვე განაცხადა, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდებენ ინფორმაციას და მათ საქმის კურსში ჩააყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)