|
2016-10-27 14:51:30, 673 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში, 9 თვის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 100 %-ით შესრულდა
9 თვის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისათვის 285 სხვადასხვა სახის პროექტზე 2 548 034 ლარი დაიხარჯა. 75 ობიექტზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა. 12 მისამართზე განახლდა საერთო სარგებლობის კიბე. 23 მისამართზე, ასევე, შეიცვალა მოძველებული წყალს აწრეტიმილები. 35 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები. მეტალის კარის, სენსორული სანათებისა და დომოფონის მონტაჟი დასრულდა 31მისამართზე. შშმ პირთათვის გაკეთდა პანდუსი. 22 მისამართზე კი,მსხვილ ბლოკოვან კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა. 21 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა შიდა წყალ-კანალიზაცია, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. 48 ამორტიზებული ლიფტი სრულად განახლდა. თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, თანადაფინანსებული პროექტების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელება შიმნიშვნელოვნად დაიკლო. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)