|
2016-10-27 12:01:51, 818 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს - (+39 333) 887 91 23
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 26 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში (მარკეს რეგიონი) ორი ძლიერი მიწისწძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 5.4 და 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. საგარეო უწყების ინფორმაციით, იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. „იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან. იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)