|
2016-10-27 11:43:57, 1587 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა
ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული საქართველო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ADB-ის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი განვითარების ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს პროფესიული განათლების მიმართულებით დახმარების შესაძლებლობა. მან ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას მთავრობის რეფორმების განხორციელების ნაწილში, როგორიცაა კაპიტალის ბაზარი, საპენსიო რეფორმა, საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) განვითარება და სხვა. შეხვედრის ერთერთ ცენტრალურ საკითხს სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები წარმოადგენდა. ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს CAREC-ში გაწევრიანება მიულოცა და საქართველოსა და CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხი განიხილა. გენადი არველაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მრავალი წლის მანძილზე ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელება.
(NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)