|
2016-10-26 10:01:01, 650 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა. ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. ნარმანიას თქმით, დიდი ზომის ხეები დაირგვება და აღდგება დაზიანებული კორომები. ნარმანიამ ასევე აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩააცვლებს. „ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ დიდი ზომის 4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების, დაახლოებით, 80% გაიხარებდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი - უპრეცედენტო მოვლის პირობებში, გაიხარა დარგული მცენარეების, თითქმის, 90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)