|
2016-10-24 12:56:33, 695 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის სხვა ქალაქებს შორის მჭიდროპარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სხვადასხვა ერთობლივი პროგრამის განხორციელებას. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. თავის მხრივ, არად ბენკომ გამოთქვა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელსორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. შეხვედრის დასასრულს, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ნარმანიას თბილისობა 2016-ის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახალხო დღესასწაულმა უცხო ქვეყნის დელეგაციების მოწონება დაიმსახურა. ავსტრიის საელჩო თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)