|
2016-10-23 10:59:18, 716 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მეხანძრე-მაშველებს პოლონელმა კოლეგებმა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის დელეგაცია ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენლებს, რაფალ მატუსკევიჩს და მარტინ ლაპიჩს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უმასპინძლეს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „პოლონეთის დახმარება 2016“ ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გადმოსცეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა: სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი, მულტი-გაზის და სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებების დეტექტორი, ინფრაწითელი კამერა და სხვა. დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, პროექტის - "საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება" ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რაც მიწისქვეშა ობიექტებზე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგები ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასა და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ხორციელდება და ხელს შეუწყობს სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)